ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარა პეილინი - აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი?


სარა პეილინი - აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი?
სარა პეილინი - აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი?

ალიასკის ყოფილმა გუბერნატორმა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა სარა პეილინმა ამერიკული ტური დაიწყო, რათა რეკლამა გაუკეთოს მის წიგნს, რომელიც ახლახანს გამოვიდა. წიგნში „ ამერიკა, ფიქრები ოჯახზე, რწმენასა და დროშაზე“ იგი მწვავედ აკრიტიკებს ბარაკ ობამას, თუმც განსაზღვრული სიმპატიით ახსენებს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს. მაგარამ მასაც არ აკლებს კრიტიკას და მასზე წერს, რომ იგი მე-20-ე საუკუნის 60-იან წლებში ჩარჩა და იმ დროის მენტალიტეტიდან ვერ გამოდის. ახლახანს ერთ-ერთი ტელევიზიისადმი მიცემულ ინტერვიუში პეილინმა აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული 2012 წელს საპრეზიდენტო კამპანიაში მისი ჩართვა. საგულისხმოა, რომ იგი შუალედურ არჩევნებში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული რესპუბლიკელი კანდიდატი იყო.

-„ჩვენ ვერ მოვიცდით 2012 წლამდე, რათა ამერიკა სწორ გზაზე მივმართოთ. ჩვენ ეს პროცესი ახლავე უნდა დავიწყოთ და ავირჩიოთ ძლიერი ლიდერები, რომლებიც არ შეუშინდებიან ფედერალური მთავრობის შენჯღრევას. დროა ამერიკელმა ხალხმა დაიბრუნოს თავისი ქვეყანა“ - აცხადებს პეილინი.

კონექტიკუტში ქვინი პიაკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული აზრის გამოკვლევის თანახმად პეილინმა მხარდამჭერთა ხმების 19% მოაგროვა რესპუბლიკელებს შორის პრაიმერებზე. მას მოსდევს მიტ რომნი, რომელმაც ხმათა 18% დააგროვა. როგორც ქვინი პიაკის წარმომადგენლმა თქვა ჩვენთან საუბარში არ არის გამორიცხული, რომ სარა პეილინმა გამარჯვება მოიპოვოს რესპუბლიკური პარტიიდან სპრეზიდენტო ნომინაციაში

ის ფაქტი, რომ სარა პეილინი შესაძლოა ჩაერთოს საპრეზიდენტო მარათონში გახდა პოლიტიკურ ექსპერტებსა და სპეციალისტებს შორის მწვავე დავა-კამათის საგანი.

ზოგ მიმომხილველს დასაშვებად მიაჩნია ის, რომ 2012 წელს პეილინი გახდება რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო ნომინანტი, რომელიც დაუპირისპირდება ბარფაკ ობამას და შესაძლო დამოუკიდებელ კანდიდატს, მაგალითად ისეთს, როგორიც არის ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი. აი რა სფიქრობს ამის თაობაზე ვაშინგტონში „ამერიქან ენთერფრაიზ ინსტოტუტის“ მეცნიერი ნორმან ორნსტაინი:

-„ იმ შემთხვევაში თუ სარა პეილინი რესპუბლიკელების ნომინანტი იქნება საპრეზიდენტო არჩევნებში, ხოლო დემოკრატების მხრივ კი ბარაკ ობამა და ამას გარდა ნოიუ-იორკის მერი ბლუმბერგი არ არის გამორიცხული, რომ სარა პეილინმა ძალების ამგვარ განლაგებაში გამარჯვებას მიაღწიოს.“

ერთი შეხედვით 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიამდე თითქოს დიდი დრო რჩება, მაგრამ მათთვის ვინც ფიქრობს ამ კამპანიაში ჩაბმას არ თუ ისე დიდი დრო დარჩა. პრეტენდენტებმა მომავლი წლის პირველ ნახევარში ოფიციალურად უნდა გამოაცხადონ საპრეზიდენტო არჩევნებში მათი კანდიდატურის წამოყენების შესახებ იმისათვის, რომ საარჩევნო კამპანიისთვის მზადება დაიწყოს 2012 წლის დასაწყისში.

XS
SM
MD
LG