ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიპის კიდევ ერთი ძალისხმევა


წყალქვეშა რობოტების მეშვეობით შაბათს ძველი სარქველი მოიხსნა.

ენერგო-ბიზნესის გიგანტი "ბრიტიშ პეტროლიუმი" მჟონავი ნავთობსადენის დახურვის კიდევ ერთ მცდელობას განახორციელებს.

წყალქვეშა რობოტების მეშვეობით შაბათს, ძველი სარქველი მოიხსნა ახლით შეცვლის მიზნით, რომელიც ექსპერტთა ვარაუდით, უფრო მჭიდროდ დაეხურება მჟონავ მილს . ეს კი შეამცირებს ნავთობის გადინების ინტენსივობას.

მთლიანად პროცესი ბპ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ერთ კვირამდე გაგრძელდება. მანამდე კი 60 ათასი ბარელი ნავთობი კვლავ ჩაიღვრება მექსიკის ყურეში.

სანაპირო დაცვის ადმირალი ტედ ალენის განცხადებით, თუ ოპერაცია წარმატებით ჩაივლის , ეს დროებით შეაჩერებს გაჟონვას, მაგრამ ეს პრობლემას მხოლოდ გარკვეულ დროის მანძილზე გადაწყვეტს.

XS
SM
MD
LG