ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი - ნაპრალი თაობებს შორის ანუ „ასტა ლა ვისტა ბეიბი“


რუსეთი - ნაპრალი თაობებს შორის ანუ „ასტა ლა ვისტა ბეიბი“

„ამერიკის ხმის“ მოსკოველი კორესპონდენტის ჯეიმს ბრუკის სტატიის შემოკლებული ვარიანტი

სიცივე ხალხს არ აშინებს. ყინვასა და თოვლში ოპოზიციის სარეკლამო ბანერი ხალხს საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ბანერი მეტრო ოქტომბერთან დგას. ეს ის მეტრო სადგურია, რომელსაც ოპოზიციის მხარდამჭერები საპროტესტო აქციაზე მისვლისთვის იყნებენ. შავებში გამოწყობილი ქალი და მამაკაცი თოკით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე დადიან და ესპანურ ენაზე ერთი და იმავე ლოზუნგს გამუდმებით გაყვირიან: „ასტა ლა ვისტა ბეიბი“.

მახსენდება ფილმი ტერმინატორი 2 - განკითხვის დღე. არნოლდ შვარცნეგერი, რომელიც გაყინული ნანომორფია. ალბათ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი თავის თავს ნანომორფად არ განიხლავს.

რუსეთში საპროტესტო მოძრაობის ორი თვის მანძილზე, კრემლის სტრატეგებმა სიმშვიდის ფრონტი გახსნეს. ისინი თავს იმით ინუგეშებენ, რომ რუსეთის დემოგრაფიული მაჩვენებელი პენსიონერთა რაოდენობით იაპონიის მონაცემებს აღემატება, ხოლო გაბრაზებული ახალგაზრდების რაოდენობით კი ეგვიპტეს ჩამოუვარდება.

ოთხი თებერვლის საპროტესტო მარშამდე პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსს“ ინტერვიუ მისცა. მისი აზრით, 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების ღამეს ოპოზიცია გაყალბების შესახებ განაცხადებს და მეორე დღეს დიდი საპროტესტო მარში მოეწყობა. პესკოვის წინასწარმეტყველება ნაწილობრივ გამართლდა, ოღონდ უფრო ადრე. ოთხ თებერვალს 20 გრადუსიან ყინვაში ქუჩაში 100 ათასი ადამიანი გამოვიდა.

მიხაილ დმიტრიევი სტრატეგიული კვლევების ცენტრის პრეზიდენტია. ის რუსეთის ქალაქებში ახალგარდობის ფაქტორის შესახებ საუბრობს.

მოსკოვში უმაღლესი სასწავლებლების მაღალი კონცნეტრაციის შედეგად მოსკოვის მაცხოვრებელთა 30 პროცენტი 20 წლამდე ასაკისაა. პროვინციებში კი ძირითადად მხცოვანი რუსები არიან, რომლებიც ყოველ ღამე ცენტრალური ტელევიზიით პრემიერ-მინისტრ პუტინის გამოსვლებს უყურებენ. ქალაქის ახალგაზრდობა კი ინტერნეტს უყურებს და თავიანთ პოლიტიკურ განათლებას ოპოზიციური რადიოთი და ინტერნეტ შოუების მეშვეობით ახერხებს. რუსეთში თაობებს შორის კონფლიქტი შაბათს ნათლად გამოჩნდა, როდესაც ერთერთ ახალგაზრდას პლაკატზე ეწერა: „ბებერო პუტნისტებო წაეთრიეთ აქედან“

ბორის ნემცოვი ოპოზიციური მოძრაობის თვალსაჩინო ფიგურაა. ამასწინათ მისი საუბრის ჩანაწერის შინაარსი გაიჟონა, სადაც ნემცოვი ახალი თაობის დისიდენტებს ინტერნეტის ზაზუნებს ეძახის და მასხრად იგდებს. ამის შემდეგ მან ბოდიში მოიხადა.

სვეტლანა კოლჩიკი ჟურნალ „ქალთა საუბრების“ მიმომხილველია. მისი თქმით: - „პროტესტის მონაწილეთა 65 პროცენტი მამაკაცია, 80 პროცენტს საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვს, 75 პროცენტს საშუალოზე მაღალი ინტელექტი და 50 პროცენტი უცოლოა. ასე რომ შემოგვიერთდით,“ - მიმართავს სვეტლანა ქალებს. ამდენად საპროტესტო აქციაში მონაწილეობა ეხლა მოდურია.

ისტრიულად სტუდენტური პროტესტის სეზონი გაზაფხულია. ასე იყო 1968 წელს პარიზში და პრაღაში, 1970 წელს კენტ სტეიტის უნივერსიტეტში, 1971 წელს ვაშინგტონში ვიეტნამის ომის წინაღმდეგ გამოსვლა და ბოლოს „არაბული გაზაფხული.“

დღევანდელი რუსი სტუდენტები განსხვავებულები არიან. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ამ გაზაფხულს, როდესაც მოსკოვში ყინული გალღვება და ხეები შეიფოთლება, ქალაქის ახალგაზრდობის თითქმის მთელი ყურადღება საბოლოო გამოცდებზე იქნება მობილიზებული. ხოლო თუ თქვენ პატარა ფერიის ზღაპრის გჯერათ, მაშინ: ასტა ლა ვისტა ბეიბი.

XS
SM
MD
LG