ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის პრეზიდენტი ლონდონში ჩადის


ზარდარის ბრიტანეთში ჩასვლა ორ ქვეყანაშ შორის ურთიერთობის დაძაბულ პერიოდს ემთხვევა.

პაკისტანის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში ხუთდღიანი ვიზიტისთვის ემზადება.ვიზიტის დროს ქვეყნის ლიდერი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრსა და ბრიტანეთში მცხოვრებ პაკისტანურ საზოგადოებას შეხვდება.

აღსანიშნავია,რომ პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარის ბრიტანეთში ჩასვლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბულ პერიოდს ემთხვევა.ამის მიზეზი კი ის გახლდავთ,რომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა პაკისტანი ტერორისტებთან კავშირში დაადანაშაულა.

ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორისა და სამხრეთ აზიის დარგში სპეციალისტის მარი ლალის განცხადებით:

„ამ მომენტისთვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა პრემიერი კამერონის კომენტარებმა განსაკუთრებით დაძაბა. ეს არა მარტო დიპლომატიური სისუსტის ნიშანი, არამედ რეალური მდგომარეობის აღქმის უცოდინრობა გახლავთ“

პროფესორი ლალის აზრით,ზუსტად ეს აღქმა საჭიროებს შეცვლას:

„ჩემი აზრით, კამერონი ამ საკითხს განსაკუთრებული სიფაქიზითა და გაგებით უნდა მოეკიდოს. ამ ეტაპზე რეალური მდგომარეობა გვიჩვენებს,რომ პრემიერს თავად პაკისტანის ლიდერმა უნდა აუხსნას და არა ბრიტანეთის პრემიერმა“

პროფესორი ლალი დარწმუნებულია,რომ პრეზიდენტი ზარდარი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან შეხვდერისას იმ ფაქტს გაუსვამს ხაზს, რომ პაკისტანი თავად არ იშურებს ძალისხმევას იმისთვის,რომ თალიბების დაპირისპირება ჩაახშოს და ქვეყანაში ტერორიზმი დაამარცხოს.

XS
SM
MD
LG