მოგეხსენებათ რომ სულ ორიოდე დღის წინ ა.შ.შ-ს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოვიდა კონგრესმენი დევიდ დრეიერი, რომელმაც ასე დაიწყო თავისი გამოსვლა: „პატარა ომი, რომლემაც შესძრა მსოფლიო“. კონგერსმენმა დრეიერმა 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა . ამ ემაზე კომენტარს ჩვენი რესპონდენი, პოლიტოლოგი გოჩა მსხილაძე აკეთებს.
-„ დიახ ამ ომმა მართლაც შესძრა მსოფლიო და კინაღამ მთელი რიგი გეოპოლიტუკური ძვრები გამოიწვია. თუმც, ჩვენდა სამწუხაროდ ეს ძვრები არ მოხდა. ის რომ მართლაც შეძრა მსოფლიო ეს მართლაც ფაქტია. თუნდაც ამ ფაქტზე ისიც მეტყველებს, რომ ძალიან დიდი პრობლემები გაჩდა რუსულ- ამერიკულ ურთიერთობებში. მიუხედავად იმისა, რომ ობამას ადმინისტრაციის მიერ წამოწყებულმა გადატვირთის პოლიტიკამ ასე თუ ისე დაალაგა ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის, ეს პრობლემეი მაინც რჩება რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში და მე ამ პრობლემებს ღირებულებით პრობლემებს დავარქმევდი. რუსეთი აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებს ყველა იმ წამოწყებას საერთაშორისო დონეზე, რომლესაც განახორციელებს ა.შ.შ და მისი ევროპელი მოკავშირეები საქართველოსთან მიმართებაში. შესაბამისად დრეიერის გამოსვლა სწორედაც კიდევ ერთხელ მიუთითებდა იმაზე, რომ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის მიუხედავად რჩება მთელი რიგირ ხარვეზები ამ ურთიერთობაში და ერთ-ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი სწორედაც საქართველოა. კონგრესმენმა დრეიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ ა.შ.შ-სა და რუსეთს ერთმანეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ და ეს არ გულისხმობს იმას, რომ ამერიკამ პოსტ-საბჭოთა სივრცეში მოსკოვის აგრესიულ ტაქტიკაზე თვალი უნდა დახუჭოს
რუსეთი აცხადებს იმას, რომ ჩემი სამეზობლო ეს არის განსაკუთრებული გავლენის სფერო, რაც სრულიად გამორიცხავს საერთაშორისო ურთიერთობების ეხლანდელ მოთხოვნებს და გამოწვევებს. ბუნებრივია როცა ამდაგვარი სტილისტიკა არის რუსეთის პოზიცია ეს ვერ იქნება ა.შ.შ-თვის მისაღები პოზიცია. ამიტომ რაც არ გინდა ორმხრივი ურთიერთობები დალაგდეს რუსეთსა და ა.შ.შ-ს შორის საქართველოსნაირი გამაღიზიანებელი ფაქტორი ყოველთვის იარსებებს. თუ რუსეთი არ გადაეწყო თანამედროვე თამაშის წესებზე ბუნებრივია ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები მაინც ვერ დალაგდება. რახან ეს ასეა ბუნებრივია მთელი რიგი კონგრესმენები და არა მარტო კონგესმენები არამედ ადმინისრაციის ოფიციალური პოზიცია სწორედ აი ამ ღირებულებით ფაქტორებს ეყრდნობა.
და რა თქმა უნდა ამ განცხადებიტ კონგესმენნმა დრეიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ა.შ.შ-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.