ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბები ამერიკულ ჯავშანმაქანებზე ნადირობენ


თალიბები ამერიკულ ჯავშანმაქანებზე ნადირობენ
თალიბები ამერიკულ ჯავშანმაქანებზე ნადირობენ

ავღანეთის ომში დაღუპული 1100 ამერიკელი ჯარისკაციდან 800 გზის პირას ჩადებულმა ნაღმებმა იმსხვერლა.

ავღანელი პარტიზანების ყველაზე მრისხანე იარაღი გზისპირას ჩადებული ნაღმებია. ავღანეთის ომში დაღუპული 1100 ამერიკელი ჯარისკაციდან 800 სწორედ ნაღმებმა იმსხვერპლა.

შეერთებული შტატები მილიარდობით დოლარს ხარჯავს სპეციალური დაჯავშნული მანქანების შესაქმნელად, რომლებსაც გზიპირას ჩადებული ნაღმები ვერაფერს დააკლებენ.

აღმოსავლეთ ავღანეთში, დანგამის რაიონში ამერიკელთა საჰაერო-სადესანტო ძალების 173-ე ბრიგადაა განლაგებული. ბრიგადის ხელმძღვანელობა ხშირად ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მათთან მისასვლელად ამერიკელმა ჯარისკაცებმა დამშრალი მდინარის კალაპოტი უნდა გაიარონ, რაც დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული, რადგან სწორედ აქ არიან თალიბები ჩასაფრებულნი.

თალიბები ამერიკელთა ჯავშანტრანსპორტიორებზე ნადირობენ. მათი მთავარი სამიზნეა მსუბუქად შეჯავშნული ყველგანმავლები, რომლებსაც ამერიკელები ჰამვიის უწოდებენ.

რა თქმა უნდა ამერიკელებს მძიმედ შეჯავშნული მანქანებიც ჰყავთ, მაგრამ ისინი იმდენად მოუხერხებელია ავღანეთის ლანდშაფტისთვის რომ პრაქტიკულად არავითარი სარგებლის მოტანა არ შეუძლიათ.

საბედნიეროდ 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადამ ავღანეთში ახლახანს მძიმედ შეჯავშნული მანქანების მოდერნიზებული პარტია მიიღო, რომლებიც M-ATV-ის სახელითაა ცნობილი. ეს 30 ტონიანი ჯავშანმანქანა საკმაოდ მოქნილია ავღანეთის ოღროჩოღრო გზებზე სასიარულოდ და მცირე და საშუალო ზომის ნაღმების აფეთქებასაც უძლებს.

მის წინამორბედს MRAP-ის ჯავშნიან ავტომობილს წარმატებით გამოიყენებდნენ ერაყში, სადაც ამ მანქანამ არერთი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცლხე გადაარჩინა. მაგრამ ავღანეთის მთებში მისი გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. ამის გამო პენტაგონმა 4 მილიარდი დოლარი გამოყო მისი მოდერნიზებული ვარიანტის შესაქმნელად.

გასული წლის მიწურულს პენტაგონმა ავღანეთში ამერიკის არმიას 6000 ამგვარი ჯავშანმანქანა მიაწოდა. ბაღრამის სამხედრო-საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე სერჟანტი რენდი გერინგერი 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მებრძოლებს ამ მანქანაზე მუშაობას ასწავლის. მისი თქმით:“ ეს უფრო ძლიერი და გამძლე მანქანაა, რომელიც ჩემი აზრით წარმატებით გაართმევს თავს ავღანეთის დანჯღრეულ გზებზე მოძრაობას.“

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ჯავშანმაქანა თავის წინამორბედთან შედარებით სამჯერ უფრო ძვირია და თანაც გარკვეული პრობლემები აქვს ძრავაში. საქმეს ისიც ართულებს რომ პენტაგონს აღნიშნული მანქანები ავღანეთში საჰაერო გზით გადაჰყავს, რაც 10%-ით ზრდის მის ფასს. გარდა ამისა თვითმფრინავიდან ამ ჯავშანმანქანების გადმოტვირთვას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. სატრანსპორტო თვითმფრინავიდან 5 ამგვარი მანქანის გამოყვანას 10 კაციანი გუნდის რამდენიმე საათიანი მუშაობა სჭირდება, მაგრამ ამერიკელ ჯარისკაცებს ნაკლებად აწუხებთ ეს პრობლემები. მათთვის მთავარია ჯავშანმაქანის საიმედო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და რთულ რელიეფზე გადაადგილებისას პრობლემები არ შეექმნათ, რასაც მოდერნიზებული ამერიკული ჯავშანმანქანა წარმატებით ართმევს თავს.

XS
SM
MD
LG