ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა დარტყმა მიიტანა ღაზის სექტორზე


ისრაელის ავიაციამ დარტყმა მიიტანა ღაზის სექტორზე, მას შემდეგ რაც გუშინ პალესტინელი მეამბოხეების მიერ ნაღმსატყორცნელიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ორი ებრაელი ჯარისკაცი დაიჭრა. როგორც სჩანს ისრაელის ავაციის დარტყმის სამიზნეები იყო ღაზის სამხრეთში საიდუმლო გვირაბები და პალესტინელ მეამბოხეთა ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც ეგვიპტის სასაზღვრო ზონასთანაა განლაგებული. ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი მსხვერპლის შესახებ. პალესტინელები გვირაბებს იყენებენ იარაღისა და აღჭურვილობის ეგვიპტიდან ღაზის სექტორში სესატანად.

XS
SM
MD
LG