ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის ცაზე შავი ღრუბელია


რუსეთში არნახული სიცხის პირობებში ვერ ხერხდება ძლიერი ხანძრების ჩაქრობა.

მოსკოვის ცას კვამლის ღრუბელი ფარავს. რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებლები ამაოდ ცდილობენ მომწამვლავი გაზებისგან თავის დაღწევას.

რუსეთში კი არნახული სიცხის პირობებში ვერ ხერხდება ძლიერი ხანძრების ჩაქრობა. უახლოესი დღების განმავლობაშში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე აიწევს.

მოსკოველები და უცხოელი ტურისტები პირბადეებით დადიან ქუჩაში. ერთი ბრიტანელი ტურისტის განცხადებით, ქალაქში კვამლის ისეთი ბურუსი დგას, რომ შეუძლებელია საგზაო ნიშნების გარჩევა. ამის გამო მოსკოვის აეროპორტები ვეღარ ახერხებენ ჩვეული განრიგით მუშაობას.

XS
SM
MD
LG