აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთ კორეული ხომალდის ჩაძირვა და განაცხადა, რომ პროვოკაციულ მოქმედებას ყოველთვის თან ახლავს განსაზღვრული შედეგები. მან ეს განცხადება აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში მისი ვიზტს დაწყებამდე ტოკიოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ კაცუია ოკადასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კლინტონის თქმით საერთაშორისო საზოგადოებრიობამ ეს საკითხი უპასუხოდ არ უნდა დატოვოს. ამ ფონზე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი მიუნ ბაკმა განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა სამხედრო პროვოკაციას. ინციდენტი გამოიძია საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა. ოფიციალურ დასკვნაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეის წყალქვეშა ნავიდან გატყორცნილი ტორპედოს აფეთქებას სამხრეთ კორეულ სამხედრო ხომალდზე 46 მეზღვაურის სიცოცხლე შეეწირა. ჩრდილოეთ კორეა უარყოფს პასუხისმგებლობას ამ ინციდენტისათვის.
პოპულარული
1