ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ხმის სტუმარი - მერობის კანდიდატი გია ჭანტურია


ამერიკის ხმის სტუმარი - მერობის კანდიდატი გია ჭანტურია
ამერიკის ხმის სტუმარი - მერობის კანდიდატი გია ჭანტურია

ბატონმა გიამ აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება კენჭი ეყარა მერობის კანდიდატად განპირობებული იყო იმით, რომ მისი აზრით ის გამოცდილება, რომელიც მან მიიღო საერთაშორისო პროექტების განხორციელების პროცესში უკანასკნელი 15 წლის მანძილზე, შეუძლია მის ქვეყანას მოახმაროს, რომელიც მისი თქმით უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ბატონმა გიამ ასევე ისაუბრა მის საარჩევნო პროგრამაზე და აღნიშნა: -„ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს პროგრამაში არის ის, რომ რეალურად სოციალური პრობლემების გადაწყვეტა უნდა მოხდეს დასაქმების გზით და მოსახლეობისათვის შესაბამისი ხელშემწყობი პირობების შექმნით. ჩვენ ვამბობთ, რომ გაზის ფასი უნდა იყოს 10 თეთრი, დენის 5 თეთრი, ხოლო წყალს კი უფასოდ ვპირდებით თბილისის მოსახლეობას“- აღნიშნა ბატონმა გიამ. მისივე თქმით ამ პროგრამის განხორციელება რეალურია, ეს არ არის ფუჭი სიტყვები. –„ ამ პროგრმაზე 5 წელი ვიმუშავე საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ასე რომ ეს არ არის ფუჭი სიტყვები, ამ პროგრამის განხორციელება რეალურია და მისი განხორციელება თბილისის მოსახლეობის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს“- დასძინა მან.

XS
SM
MD
LG