ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში საპროტესტო აქციები გრძელდება


Red Shirt protesters listen to a speaker at the Ratchaprasong intersection during an ongoing rally in central Bangkok, 20 Apr 2010

ქვეყნის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავემბა დღეს დემონსტრაციებს გადაუფრინეს და პროკალამციები ჩამოყარეს.

ტაილანდის დედაქალაქში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციის ათასობით მონაწილემ დღეს მთავრობის მიერ მიცემული ვადა დაარღვია და ბანკოკის ცენტრში გამაგრებული ბანაკი არ დატოვა. დემონსტრაცია გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მომიტინგეებს დარბევით დაემუქრა.

ქვეყნის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავემბა დღეს დემონსტრაციებს გადაუფრინეს და პროკალამციები ჩამოყარეს, სადაც ეწერა, რომ შუადღის 3 საათისთვის დემონსტრაცია უნდა დაშლილიყო. მათ კი, ვინც მიტინგებს კვლავ გააგრძელებდნენ, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის განცხადდებით, ქალების, ბავშვებისა და მოხუცების დემონსტრაციის ადგილიდან გამოსაყვანად ისეთი ნეიტრალური ორგანიზაციები იქნება გამოყენებული, როგორიცაა წითელი ჯვარი.

ამ დროისთვის დემონსტრაცია კვლავ მიმდინარეობს და მისი დაშლის შესაძლებლობა მცირეა. ასევე არ შეინიშნება დემონსტრაციის დაშლის მიზნით მთავრობის მიერ ძალისმიერი მეთოდების გამოყენების მცდელობა.

XS
SM
MD
LG