ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ნატოსთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს


რუსეთი ნატოსთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს
რუსეთი ნატოსთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

ნატოსთან თანამშრომლობა საერთო რაკეტსაწინაღო სისტემის შექმნას გულისხმობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი შესაძლოა დათანხმდეს ნატოსთან თანამშრომლობას საერთო რაკეტსაწინაღო სისტემის შექმნის საქმეში.

სამხრეთ კორეის დედაქალაქში გამოსვლისას, ბატონმა ლავროვმა აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა საერთო ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიმდინარეობდეს.

გასულ თვეს, მოსკოვში ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი სწორედ ამგვარი შეთანხმების სურვილით იყო განპირობებული.

XS
SM
MD
LG