ისრაელის ჯარისკაცებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ჰამასის წევრი მოკლეს. ისრაელის სამხედროების განცხადების თანახმად, ჯარისკაცები ქალაქ ტულკარამში ამ პიროვნების დაკავებას ცდილობდნენ, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა.
მკვლელობა ჰილარი კლინტონის სამშვიდობო ვიზიტის შემდეგ მოხდა, როდესაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნათანიაჰუს და პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის შერიგებას ცდილობდა.
ქალბატონმა კლინტონმა ისრაელის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ ისრაელი კიდევ გააგრძლებს მორატორიუმს პალესტინურ მიწებზე ებრაული დასახლებების მშენებლობის შეჩერების შესახებ.
ამასთან დაკავშირებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელი კვლავაც გააგრძელებს დასახლებების მშენებლობას, ოღონდ ოდნავ შეზღუდავს მათ რაოდენობას.