ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პირველი ბირთვული რეაქტორი ამუშვდა


ირანში ბუშერის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის ჩართვასთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონია გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდნენ ირანის ატომური ენერგიის უწყების ხელმძღვანელი ალი აკბარ სალეჰი და რუსეთის სახემწიფო ბირთვული კორპორაციის ხელმძღვანელი სერგეი კირიენკო. რუსეთმა დახმარება გაუწია ირანს ამ ელექტროსადგური აგებაში და იგი უზრუნველყოფს ირანს რეაქტორისათვის აუცილებელი საწვავით. გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანი ვერ შესძლებს ბუშერის ბრთვული რეაქტორისათვის მიწოდებული საწვავის ბირთვული იარაღის შემუშავებისათვის გამოყენებას.

XS
SM
MD
LG