ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონისა და სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ქალიშვილი ჩელსი თხოვდება.
სახელოვანი მშობლების 30 წლის ქალიშვილის რჩეულია საინვესტიციო ბანკირი, 32 წლის მარკ მეჟვინსკი. წყვილმა ბოლო წუთამდე წარმატებით შესძლო საქორწლო გეგმების გასაიდუმლოება. ხვალ კი წვეულება ნიუ იორკთან ახლოს მდებარე ქალაქ რაინბეკში ორ მილიონიან ფეშენებელურ ვილაში გაიმართება.
აქამდე არაფრით გამორჩეულ ქალაქში ახლა მთელი ამერიკის ყურადღებაა გადატანილი. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომებიც. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია ხვალ, ცერემონიის დაწყებამდე 12 საათით ადრე საჰაერო სივრცეს ჩაკეტავს.
გადაუმოწმებელი ინფორმაციის თანახმად, წვეულებაზე მიწვეულ ხუთას სტუმარს შორის არიან ტელე წამყვანი ოფრა უინფრი, კინორეჟისორი სტივენ სპილბერგი და მომღერალი ბარბარა სტრეიზანდი.