ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიიტი სულიერი ლიდერები აშშ-ს ემუქრებიან


შიიტი სულიერი ლიდერები აშშ-ს ემუქრებიან

მოქატადა ალ სადრის ამ განცხადებას წინ უძღოდა ამერიკის თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის განცხადება.

გავლენიანი შიიტი სასულიერო პირი მოაქტადა ალ სადრი აცხადებს, რომ მისი მხარდამჭერები ამერიკის სახმედრო ძალების წინააღმდეგ გააგრძელებენ თავდასხმას, თუ შეერთებული შტატები ქვეყანას წლის ბოლოს არ დატოვებს.

მოქტადა ალ სადრის ეს განცხადება დღეს ბაღდადში მისმა მხარდამჭერმა გააცნო ერაყელებს.

შეგახსენებთ, რომ მოქტადა ალ სადრის მომხრეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას 2008 წელს მოაწერა ხელი.

მოქატადა ალ სადრის ამ განცხადებას წინ უძღოდა ამერიკის თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის განცხადება, რომლის თანახმად აშშ-ის სამხედრო ძალები ერაყში დარჩებიან თუ ამის სურვილი ერაყის მთავრობამ გამოთქვა.

XS
SM
MD
LG