ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბრიტიშ პეტროლიუმი" კმაყოფილია


"ბრიტიშ პეტროლიუმი" კმაყოფილია

ოკეანის ფსკერზე მომუშავე ხელსაწყოებს ნავთობის გაჟონვის ფაქტი არ დაუფიქსირებიათ.

"ბრიტიშ პეტროლიუმი" მექსიკის ყურეში დაზიანებულ ჭაბურღილზე ახალი სარქველის დაყენების შედეგებს დადებითად აფასებს.

"ბიპის" წარმომადგენლის სტივ რაინჰარტის განცხადებით,სარქველზე დაყენებული წნევის საზომი მაღალნიშნულზეა, რაც იმის დამადასტურებელია, რომ ნავთობი თითქმის არსაიდან აღარ ჟონავს.

ბატონი რაინჰარტის განცხადებით, ოკეანის ფსკერზე მომუშავე ხელსაწყოებს ნავთობის გაჟონვის ფაქტი არ დაუფიქსირებიათ.

"ბრიტიშ პეტროლიუმის" მიერ დაყენებულმა ახალმა სარქველმა წარმატებით გაუძლო 48 საათიან გამოცდას. ნავთობის მომპიოვებელმა ამ გიგანტმა აპრილის კატასტროფის შემდეგ, პირველად მოახერხა მექსიკის ყურეში ნავთობის გაჟონვის შეჩერება.

XS
SM
MD
LG