ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სტარტის" ხელშეკრულება ძალაში შევიდა


"სტარტის" ხელშეკრულება ძალაში შევიდა
"სტარტის" ხელშეკრულება ძალაში შევიდა

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელშეკრულებას ხელი გასულ წელს აპრილში მოაწერეს.

აშშ-სა და რუსეთს შორის დადებული ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება ძალაში შევიდა.

დღეს მიუნხენში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხელი მოაწერეს რატიფიცირებულ ხელშეკრულებას.

ქალბატონმა კლინტონმა ხელშეკრულების სისრულეში მოყვანას "ორ ქვეყანას შორის ახალი ეპოქის დაწყება" უწოდა და იქვე დასძინა, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა მსოფლიო ინტერესებში შედის.

ბატონმა ლავროვმა იქვე დაამატა, რომ ხელშეკრულება საერთაშორისო სტაბულირობას ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელშეკრულებას ხელი გასულ წელს აპრილში მოაწერეს, თუმცა ხელშეკრულება რატიფიკაციის პროცესში თითქმის ერთი წლის განმავლობაში იყო.

XS
SM
MD
LG