რომის პაპმა ბენედიქტე მე-16 მსოფლიოს ბირთვულ სახელმწიფოებს ატომური იარაღის აკრძალვისკენ მოუწოდა.
კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ეს განცხადება ვატიკანში, იაპონიის ელჩთან შეხვედრისას გააკეთა.
ბენედიქტე მე-16 განცხადებით, იაპონიის ქალაქების ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის 65-ე წლისთავზე, კაცობრიობამ უნდა გაააცნობიეროს თუ რა საშინელებას წარმოადგენს ატომური იარაღი.
1945 წლის აგვისტოში ამერიკელებმა ორი ატომური ბომბი ჩამოაგდეს იაპონიის ქალაქებში, რამაც 200, 000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
რომის პაპმა ყველასათვის მისაბაძი მაგალითი უწოდა იაპონიის პოზიციას, რომელიც ამ ტრაგედიის შემდეგ, ნებისმიერი კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარებას ცდილობს.