ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს მცდელობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მიზნით


მუდმივი სტატუსის შექმნასთან დაკავშირებული ორმხრივი მოლაპარაკებები 2 სექტემბერს ვაშინგტონში დაიწყო.

ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების მიერ სპეციალურად წარგზავნილი სენატორი ჯორჯ მიტჩელი, ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნათანაიაჰუ და პალესტინის ავტონომიური სახელმწიფოს პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ყველა ღონეს ხმარობენ იმასათვის, რათა მიღწეულ იქნას ისრაელ -პალესტინას შორის შეთანხმება, რის შემდეგაც მეზობელი ქვეყნების მუდმივი სტასუსი საბოლოოდ დადგინდება.

ბატონი ნათანიაჰუ და ბატონი აბასი ერთამეთს იერუსალიმში მეორე რაუნდის მოლაპარაკებებზე შეხვდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ სენატორი მიტჩელი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. შეხვედრის შემდეგ ბატონმა მიტჩელმა აღნიშნა:

„ორივე ლიდერი მაქსიმალურად ცდილობს დისკუსიის დროს ყველაზე მწვავე საკითხებს შეეხოს. ეს კი იმას ნიშნავს,რომ მათ სჯერათ და სურთ, რომ შეთანხმების შედეგად მშვიდობა დამყარდეს“

სენატორი მიტჩელის განცხადებით, ორივე ლიდერმა დაგმო ძალადობა, რომელიც ძირითადად უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ ხორციელდება და მშვიდობის დამყარების ერთადერთ გზად მოლაპარაკებები აღიარა.

„მათ პირობა დადეს,რომ ერთად მუშაობას განაგრძობენ და მშვიდობას შეინარჩუნებენ. მე და სახელმწიფო მდივანმა, ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ შეერთებული შტატების დამოკდებულება ამ მოლაპარაკებების მიმართ. აღვნიშნეთ, რომ ამერიკა მზადაა მოლაპარაკებებში ჩაერთოს და მიღწეული შეთანხების განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ჩვენ ორივე სახელმწიფოს ინტერესებს დავიცავთ . მათ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ და მიღებული გადაწყვეტილებით უსაფრთხო მომავალი უნდა შეუქმნან არა მარტო საკუთარ ხალხებს, არამედ მთელს რეგიონს.“

მუდმივი სტატუსის შექმნასთან დაკავშირებული ორმხრივი მოლაპარაკებები 2 სექტემბერს ვაშინგტონში დაიწყო. სენატორი მიტჩელის განცხადებით, შესაძლოა ამ მოლაპარაკებებით საბოლოო გადაწყვეტილებამდე ორი სახელმწიფო ჯერ მაინც ვერ მივიდეს, მაგრამ ლიდერებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები სამომავლოდ გადაწყვეტილების მიღებაში უდიდეს როლს შეასრულებს.

„ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ფაქტმა, რომ ორივე ქვეყნის ლიდერი სერიოზული და საქმიანი დამოკიდებულებით აფასებდა მოლაპარაკებებს“

სენატორმა მიტჩელმა ოპტიმისტურად შეაფასა ორივე მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება რეგიონში მუდმივი მშვიდობის დამყარებასთან დკაავშირებით და იქვე აღნიშნა,რომ მიუხედავად ბევრ საკითხში უთანხმოებისა, შეერთებული შტატები მზადაა ორმხრივი მოლაპარაკებების მანძილზე მოთმინებით, შეუპოვრობითა და სიმტკიცით ორივე მხარეს თანადგომა გამოუცხადოს.

XS
SM
MD
LG