ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლახანს ისლამისტები მმართველი სამხედრო მთავრობის გადაწყვეტილებამ გააღიზიანა.

ეგვიტეში საპრეზიდენტო არჩევნები პირველი იქნება მას მერე, რაც სახალხო აჯანყებამ ერთი წლის წინ ერთპიროვნული ლიდერის ჰოსნი მუბარაქის ხელისუფლება დაამხო.
მიუხედავად იმისა, რომ მუბარაქის შემდეგ მართველმა სამხედრო საბჭომ პირობა დადო, რომ დემოკრატიული გზით არჩეულ პრეზიდენტს ძალაუფლებას 1 ივლისს გადააბარებდა, ეგვიპტელი გენერლები მოსახლეობის მხრიდან დღემდე მკაცრ კრიტიკას იღებენ. ეგვიპტელები პროტესტს ხშირად დიდ ქალაქებში დემონსტრაციების გამართვით გამოხატავენ, რასაც მთავრობის მხრიდან რადიკალური რეაქცია და ძალადობრივი დაპირისპირება მოჰყვება.
ახლახანს ისლამისტები მმართველი სამხედრო მთავრობის გადაწყვეტილებამ გააღიზიანა. მიზეზი ულტრაკონსერვატორი სასულიერო პირის ჰაზამ აბუ ისმაილის საპრეზიდენტო მარათონიდან ჩამოშორება გახდა. ეგვიპტის საარჩევნო კომისიამ აბუ ისმაილს დისკვალიფიკაცია იმ მიზეზით მისცა, რომ მისი დედა შეერთებული შტატების მოქალაქეა.

XS
SM
MD
LG