ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს ეკონომიკა საფრთხის ქვეშაა


მსოფლიოს ეკონომიკა საფრთხის ქვეშაა
მსოფლიოს ეკონომიკა საფრთხის ქვეშაა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ბოლო დროს განვითარებული ტენდენციები არ არის დამაკმაყოფილებელი.ამიტომაც მსოფლიო ეკონომიკური პრობლემების საფრთხის შესაძლებლობა კიდევ უფრო იზრდება.

ფონდის მიერ დღეს გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა აცხადებს, რომ გლობალური ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში 4.3 პროცენტით გაიზარდა, თუმცა აქვე დაფიქსირებულია ბოლო დროინდელი პრობლემები ამერიკასა და სხვა წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებში, რომელთა სამომავლო ზრდა შენელებული იქნება.

განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდა, თუმცა არა ისეთი პროგრამების დაფინანსების შემცირების ხარჯზე, რომლებიც ეკონომიკის ზრდას უწყობენ ხელს.

XS
SM
MD
LG