ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

19 აგვისტო მსოფლიოს ჰუმანიტარული დახმარების დღეა


19 აგვისტო მსოფლიოს ჰუმანიტარული დახმარების დღეა
19 აგვისტო მსოფლიოს ჰუმანიტარული დახმარების დღეა

წელს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს განსაკუთრებულად რთული და მძიმე მისიის შესრულება მოუწიათ.

დღეს მსოფლიოში ჰუმანიტარული დახმარების დღეს აღნიშნავენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამ დღის აღსანიშნად ცდილობს მსოფლიო საზოგადოებას ყველა ის რისკი გაააცნოს, რის წინაშეც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომუშავე ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლები მუდმივად დგანან. დღეს გაეროში ასევე პატივს მიაგებენ იმ ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებს ,ვინც ჩვენი პლანეტის სხვადახვა კუთხეში მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად საკუთარი სიცოცხლე გასწირა.

საკვირველია, მაგრამ მსოფლიოს ჰუმანიტარული დახმარების დღე დედამიწაზე სტიქიური უბედურების ზონათა სიმრავლეს დაემთხვა.

წელს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს განსაკუთრებულად რთული და მძიმე მისიის შესრულება მოუხდათ.

მოგეხსნებათ,რომ პაკისტანში წყალდიდობებმა 20 მილიონი ადამიანი დააზარალა. შარშან კატასტორფული მიწისძვრა დაატყდა თავს ჰაიტიში მცხოვრებ სამი მილიონიანამდე ადამიანს. დღემდე ჰაიტიში კვლავ ასობით ათასი ადამიანია დარჩენილი ღია ცის ქვეშ და თავშეფსარს მოელის.

ასევე უკიდურეს პირობებში უწევს ცხოვრება ნიგერიის მოსახლეობას გაუსაძლისი გვალვის გამო.

გარდა ბუნებრივი კატასტროფებისა, დედამიწაზე უამრავ ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარული დამხარება ისეთ ქვეყნებში, სადაც დღემდე ომის კერებია გაჩაღებული და მოსახლეობა დახმარებას საჭიროებს. ასეთი ქვეყნები გახლავთ : ერაყი,ავღანეთი,კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და კიდევ ბევრი სხვა.

როგორც კი მსოფლიოს რომელიმე წერტილში ომის კერა ჩაღდება, ჰუმანიტარული ორგანიზაციები ადგილზე ჩადიან და ყველა სახის დახმარებას უწევენ დაზარალებულ მოსახლეობას. მათი საქმიანობა აბსოლუტურად დაუცველია და ყოველ წუთას უდიდეს რისკთანაა დაკაავშირებული. როგორც მსოფლიოს სურსათის პროგრამის პრესმდივანი ემილია კასელა აღნიშნავს:

„1999წელს ჰუმანიტარული ორგანიზაციის 30 თანამშრომელი დაიღუპა მოვალეობის შესრულების დროს, ათი წლის შემდეგ კი ამ რიცხვმა 102 -ს მიაღწია. შარშან კი მსოფლიო სურსათის პროგრამის 16თანამშრომელი ემსხვერპლა ინციდენტს,რომლის დროსაც ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებს მსოფლიოში ყველაზე გაუსაძლის პირობებში მცხოვრებიდა მშიერი მოსახლეობისთვის გადაჰქონდათ საკვები პროდუქტი“

კასელას განცხადებით,აღსანიშნავია, რომ ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციების უმეტესობა ძირითადად დასავლეთის ქვეყნებიდანაა და მათი უმეტესობა იდეოლოგიური და რელიგიური მოტივით ხელმძღვანელობს. ამიტომ :

„ძნელია,როცა შენი რომელიმე კოლეგა, ვისაც უდიდესი მორალური ვალდებულება აქვს, კეთილშობილური საქმის კეთების დროს იღუპება ან სახიჩრდება. ძალაუნებურად სიბრაზე გიპყრობს და გებადება შეკითხვა , განა სხვებს არ შეუძლიათ მსგავსი საქმით დაკავდნენ, რა არის იმაზე მნიშვნელოვანი, როცა ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს ეხმარები“.

შვიდი წლის წინ 19 აგვისტოს ტერორისტის ბომბმა ბაღდადში გაეროს შენობა დაანგრია, მაშინ ტერაქტს 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაიღუპა გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სერჟიო დე მელო, ასევე მძიმედ დაიჭრა 100 ადამიანი.

ერთი თვის მოგვიანებით ანალოგიური აფეთქება მოხდა ერაყშიც, რის გამოც გაერომ ქვეყნიდან ჰუმანიტარული ორგანიზაციის 600 თანამშრომელი გამოიწვია.

მსოფლიო სურსათის პროგრამის პრესმდივნის კასელოს განცხადებით, ყველას უნდა ახსოვდე, თუ რაოდენ მნიშვნელოვან მისიას ემსახურებიან ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები მსოფლიოს მასშტაბით. რომ არა ისინი, მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყნების სტიქიურ და საომარ ზონებში ბევრად უფრო მეტი ადამიანი დაიღუპებოდა.

XS
SM
MD
LG