ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯეიმს სტაინბერგი მოგზაურობას იწყებს


ჯეიმს სტაინბერგი მოგზაურობას იწყებს

თავდაპირველად ამერიკელი დიპლომატი ყაზახეთში ჩავა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს სტაინბერგი დღეს შუა აზიის ქვეყნებში მოგზაურობას იწყებს.

თავდაპირველად ამერიკელი დიპლომატი ყაზახეთში, ქალაქ ალმაათაში ეუთოს შეხვედრას დაესწრება და ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ინახულებს,.

შემდეგ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ამ ქვეყნის პრეზიდენტს ისლამ ქარიმოვს შეხვდება. ვიზიტის დასასრულს კი ბიშკეკში ყირგიზეთის დროებითი მთავრობის წევრებთან გამართავს მოლაპარაკებას.

XS
SM
MD
LG