ნიუ იორკში, ანგლიკანური ეკლესიის სინოდმა განაახლა დებატები ეპისკოპოსად ქალების კურთხევის შესახებ. ამ ეკლესიის წიაღში ჯერ კიდევ არიან ტრადიციონალისტები, რომლებიც ეპისკოპოსი ქალების წინააღმდეგ გამოდიან.
ანგლიკანური ეკლესია იძულებული გახდა ზოგიერთ სამწყოში მხოლოდ მამაკაცი ეპისკოპოსები წარეგზავნა, რადგან მრევლს ეპისკოპოსი ქალების ნაკლები ნდობა გააჩნია.
ანგლიკანურ ეკლესიაში მოკალათებული ლიბერალები ქალთა დისკრიმინაციის საბაბით ამ გეგმების წინააღმდეგ გამოდიან. არადა, ანგლიკანურმა ეკლესიამ ამასწინათ ლესბოსელიც კი აკურთხა ეპისკოპოსად.
ქალების მღვდლად კურთხევა ანგლიკანებმა 1994 წელს შემოიღეს.