ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი დედოფლის დაბადების დღეს აღნიშნავს


ბრიტანეთი დედოფლის დაბადების დღეს აღნიშნავს
ბრიტანეთი დედოფლის დაბადების დღეს აღნიშნავს

დღეს ბრიტანეთი დიდი პომპეზურობით აღნიშნავს დედოფალ ელიზაბეტის დაბადების დღეს.

მართალია 85 წლის დედოფალი აპრილში დაიბადა, მაგრამ კარგი ამინდის მოლოდინში ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა გადაწყვიტა მისი იუბილე ამ დღეს იზეიმოს. თანაც ეს დღე მისი მეუღლის პრინც ფილიპის დაბადების დღეს დაემთხვა, რომელიც გუშინ 90 წლის გახდა.

ლონდონის ცენტრში გამართულ საზეიმო ცერემონიას და სამხედრო აღლუმს ახლად დაქორწინებული უფლისწული უილიამი და მისი მეუღლე კეტრინიც ესწრებოდნენ. წითელ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პრინცი უილიამი ცხენზე იყო ამხედრებული. აქვე იყომისი ძმა უფლისწული ჰარიც.

XS
SM
MD
LG