ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთო ქართველი ჟურნალისტების უფლებების დაცვას ითხოვს


ეუთო ქართველი ჟურნალისტების უფლებების დაცვას ითხოვს
ეუთო ქართველი ჟურნალისტების უფლებების დაცვას ითხოვს

დღეს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში სონია მიატოვიჩმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა,უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება მათ მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულებისას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში, ქალბატონი მიატოვიჩი შეშფოთებას გამოთქვამს ქართველი ძალოვნების მიერ ჟურნალისტებზე განხორციელებული თაცდასხმის გამო იმ დროს, როცა ისინი ოპოზიციის დემონსტრაციას აშუქებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ პრესის წარმომადგენლების პროფესიული კუთვნილება კარგად იყო ცნობილი, ათამდე ქართველ და უცხოელ ჟურნალისტზე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი პოლიციელების მხრიდან. ზოგი მათგანი დაკითხვის მიზნით დააკავეს, სხვებს პრესის სააკრედიტაციო ბარათები ჩამოართვეს. დაზიანდა ამ ჟურნალისტთა აპარატურა ან მოხდა მათი კონფისკაცია.

მიატოვიჩი წერს, რომ შემაშფოთებელია, როცა პოლიცია შეურაცხყოფას აყენებს, აკავებს და დაკითხვას უტარებს ჟურნალისტებს, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობებს ასრულებენ.

ეუთოს წარმომადგენელმა დასძინა, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა არათუ არ უნდა შეაფერხონ მათი საქმიანობა, არამედ დაიცვან ჟურნალისტები და პროფესიონალი მედიის მიერ ქვეყანაში თავისუფალი მედიის განვითარებას შეუწყონ ხელი.

XS
SM
MD
LG