ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ პრეზიდენტ ობამას შეხვდა


Israe

ცოტა ხნის წინათ ერთმანეთის მოქიშპე პალესტინური პარტიები შერიგდნენ, რამაც ისრაელის შეშფოთება გამოიწვია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ ვაშინგტონში შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაქ ობამას შეხვდა, რომლის დროსაც ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობა განიხილეს.

ისრაელის ლიდერი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ბარაქ ობამას პოზიციის გამო, რომელმაც გუშინ, 1967 წლის ომამდელ საზღვრებში ისრაელის და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოების მშვიდობიანი თანაარსებობის შესახებ ილაპარაკა.

ბატონი ნათანიაჰუსთვის მიუღებელია „ჰამასის“ ტიპის ორგანიზაციასთან ურთიერთობა, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრის აზრით, ახლო აღმოსავლეთში ალ-ყაიდას მსგავსი ტერორისტული დაჯგუფებაა. არადა ცოტა ხნის წინათ ერთმანეთის მოქიშპე პალესტინური პარტიები შერიგდნენ, რამაც ისრაელის შეშფოთება გამოიწვია.

ბენიამინ ნათანიაჰუს განცხადებით, ებრაელი ხალხი საუკუნეების მანძილზე ითმენდა ათას გაჭირვებას, მაგრამ არასოდეს შეუწყვეტია ოცნება ისრაელის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესახებ, რასაც ჰამასის ტიპის ორგანიზაციები ემუქრებიან.

XS
SM
MD
LG