ჩინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის ეთანხმება შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს რობერტ გეითსს, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობა მყარ საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს. თუმცა ამავე დროს ჩინეთის სამხედრო უწების ხელმძღვანელს არ განუცხადებია იმ გარანტიების შესახებ, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შეწყვეტას გამორიცხავს.
გეითსი დიდხანს აკრიტიკებდა ჩინეთს სამხედრო კონტაქტების გაწყვეტისათვის, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილებით იყო ნაკარნახევი, კერძოდ კი შეერთებულ შტატებსა და ტაივანს შორის სამხედრო თანამშრომლობა ჩინეთისთვის მიუღებელი იყო. რობერტ გეითსი ჩინეთში სამხედრო კონტაქტების აღსადგენად ჩავიდა. პეკინში მან ჟურნალისტებს განუცხადა:
„ჩვენ მტკიცედ შევთანხმდით, რომ შევამცირებთ სუსტი კომუნიკაციის შანსებს, გაუგებრობას და არასწორ გათვლებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამხედრო კავშირები იყოს სოლიდური, მუდმივი და არ ექვემდებარებოდეს პოლიტიკურ ცვლილებებს.“