ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება


საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება
საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება

საფრანგეთის პროფკავშირების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციების კიდევ ორი დღით გაგრძელების განცხადება გამოაქვეყნეს.

საპროტესტო ტალღა, რომელიც მთავრობის მიერ საპენსიო ასაკის გაზრდას უკავშირდება, უკვე ექვს დღეზე მეტია მიმდინარეობს. საფრანგეთის დიდ ქალაქებში ტრანსპორტის ბლოკირების გამო ქაოსი წარმოიშვა. ამასობაში პრეზიდენტი უკან დახევას არ აპირებს და კანონის სასწრაფო რეჟიმში მიღებას ცდილობს.

ქალაქის ქუჩებში გამოსული ხალხი მთავრობას დათმობებისკენ მოუწოდებს. კანონმდებლებისგან ისინი რეფორმის უგულვებელყოფას მოითხოვენ. დემონსტრანტების თქმით, ეს ერთგვარად რეფერენდუმს წარმოადგენს არაპოპულარული პრეზიდენტის წინააღმდეგ.

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით სარკოზის მიერ საპენსიო ასაკის გაზრდას, ამავე დროს რეფორმა ჩვენს ხელაფასებსაც აზარალებს"-აცხადებს აქციის ერთერთი დემონსტრანტი.

ქუჩებში პროტესტის გამოსახატად გამოვიდნენ, როგორც ასაკოვანი ადამიანები, ისე ახალგაზრდობა. როგორც 32 წლის ანა აცხადებს, იგი შეწუხებულია თავისი ბუნდოვანი მომავლით :

"60 წლის ასაკში მუშაობის შევწყვეტის შემთხვევაში, ადამიანს კიდევ შესწევს უნარი იყოს აქტიური, როგორც ოჯახსა და მეგობრებში, ისე საზოგადოებაშიც."

საფრანგეთის სამხრეთში, ქალაქ ლიონში საპროტესტო აქციები ძალადობებში გადაიზარდა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მოძალადეებს არაფერი აქვთ საერთო საპენსიო რეფორმის პროტესტთან. დემონსტრანტები ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობას და მთავრობის მიერ უკმაყოფილებას აპროტესტებენ.

პროფკავშირების წარმომადგენლები მონაწილეებს მოუწოდებენ მშვიდობიანი აქციებისკენ. მათ ასევე 28 ოქტომბერსა და 6 ნოემბერს კიდევ ორი დემონსტაციის მოწყობის შესახებ განაცხადეს.

შექმნილ ვითარებას და მოსახლეობის უკმაყოფილებას კი, ისინი მთავრობას აბრალებენ, რომელიც ხალხის მოთხოვნის სრულ იგნორირებას ახდენს.

საფრანგეთის პროფკავშირების ოფიციალური პირის ნადინ პრიგენტის განცხადებით:

"ჩვენ დარწმუნებულიები ვართ ხალხის მხარდაჭერაში.. მოსახლეობის 76 %-ს მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრობის დაბრუნება სურს, 65% კი პრეზიდენტის მიერ შესრულებულ სამუშაოს უარყოფითად აფასებს".

დღესდღესობით საფრანგეთში, ქვეყნის მასშტაბით ბენზინგასამართი სადგურების დიდი ნაწილი საწვავის გარეშეა. დემონსტრანტები ბლოკავენ საწვავის საცავებს. ხოლო მთავრობის ძალისხმევა ნავთობ პროდუქტების დეფიციტის აღმოსაფხვრელად ჯერჯერობით უშედეგოდ დამთავრდა.

პარიზის კონცერტი მოხსნა ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ, რომელმაც დეკორაციის და აპარატურის დანიშნულების ადგილამდე მიტანაში ეჭვი შეიტანა.

ახალგაზრდობა საპროტესტო აქციებში აქტიურ მონაწიელობას იღებს. მათი ძალისხმევით დაიკეტა რამდენიმე სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი. მათი აქტიური ქმედებებით 40 წლის წინაც მსგავსი ვითარება იყო ქვეყანაში. მაშინ დემონსტრაციებმა ისეთი მასშტაბური სახე მიიღეს, რომ ამას კინაღამ მთავრობის დამხობა მოჰყვა. მოძრაობის სახლს უკავშირდება ქვეყანაში მნიშვენლოვანი სოციალური ცვლილებების შეტანა.

მიუხედავად სამშაბათს ქუჩაში გამოსული ხალხის სიმრავლისა, ნიკოლა სარკოზი უკან დახევას არ აპირებს. რეფორმები, მისი თქმით საჭიროა საფრაგეთის დეფიციტის შესამჩირებლად. პრეზიდენტის მხრიდან მაგავსი ქმედება ანალიტიკოსების აზრით ძალზედ გაბედულია, თანაც იმ ფონზე როდესაც სარკოზის რეიტინგი ამ დროისათვის ძალიან დაბალია. თავის მხრივ დანებებას არც პროფკავშირები აპირებენ, იმ შემთხვევაშიც კი თუ მომავალ ხუთშაბათს კანონი დამტკიცდება, დაგეგმილი აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ მთავრობა არ მოუსმენს თავის მოსახლეობას.

XS
SM
MD
LG