ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰომოსექსუალისტების აღლუმზე შეტაკება მოხდა


ჰომოსექსუალისტების აღლუმზე შეტაკება მოხდა
ჰომოსექსუალისტების აღლუმზე შეტაკება მოხდა

შედეგად 40 პოლიციელი და 60 დემონსტრანტი დაშავდა.

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში პოლიციასა და ჰომოსექსუალისტების აღლუმის მოწინააღმდეგეებს შორის გააფთრებული შეტაკება მოხდა, რომლის შედეგად 40 პოლიციელი და 60 დემონსტრანტი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ მამათმავლების აღლუმს ათასობით პოლიციელი იცავდა განრისხებული ხალხისგან. დემონსტრანტებმა პროდასავლური დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინას ცეცხლი წაუკიდეს.

პოლიციამ დემონსტრაციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და სპეციალური ტექნიკა გამოიყენა. სერბი ნაციონალისტები აცხადებენ, რომ ჰომოსექსუალიზმი მათი ტრადიციული ოჯახური ღირებულებებისა და ქრისტიანული რელიგიისთვის მიუღებელი მოვლენაა.

XS
SM
MD
LG