ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზასკენ ახალი დახმარება მიემართება


ხომალდი, რომელმაც ღაზაში 2000 ტონა საკვები და მედიკამენტები უნდა ჩაიტანოს ჯერ ეგვიპტის პორტში ელ არიშში გაჩერდება.

შაბათს , საბერძნეთიდან ღაზას მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული გემი დაიძრა. ისრაელისა და საბერძნეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ხომალდი, რომელმაც ღაზაში 2000 ტონა საკვები და მედიკამენტები უნდა ჩაიტანოს, ჯერ ეგვიპტის პორტში ელ არიშში გაჩერდება. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ექნება ადგილი, სადაც გადაწყდება ჰუმანიტარული დახმარების საბოლოო მიმართულება.

თუმცა, ისრაელის პარლამენტის პალესტინელი წევრისა და თავად ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის ორგანიზატორის, ლიბიის ლიდერის მუჰამედ კადაფის შვილის განცხადებით, ხომალდი ღაზაში უნდა ჩავიდეს.

XS
SM
MD
LG