ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტს უფლებები უმცირდება


მეტი ძალაუფლება არჩეულ პარლამენტს მიენიჭება.

ყირგიზეთში ჩატარებულმა რეფერენდუმმა დაამტკიცა ახალი კონსტიტუცია,რომლის თანახმადაც ქვეყნის პრეზიდენტს უფლებები შეუმცირდება, არჩეულ პარლამენტს კი მეტი ძალაუფლება მიენიჭება.

რეფერენდუმის კომისიის ოფიციალურ პირთა განცხადებით, ამომრჩეველთა 90 პროცენტმა ახალ კონსტიტუციას დაუჭირა მხარი.სულ რეფერენდუმში ყირგიზეთის მოსახლეობის 70 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია,რომ გუშინდელი რეფერენდუმი განსაკუთრებით მშვიდობიან გარემოში ჩატარდა. ევროპის უსაფრთხოებისა და ურთიერთანამშრომლობის ორგანიზაციამ ,დროებითი მთავრობის მიერ ჩატარებული რეფერენდუმი, მშვიდობიანი პროცესის ორგანიზების საუკეთესო გამოვლინებად შეაფასა.

XS
SM
MD
LG