ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული გაზაფხულის შედეგები


არაბული გაზაფხულის შედეგები
არაბული გაზაფხულის შედეგები

აღმოსავლეთი ცნობილია თავისი ლიდერებით, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ახერხებდნენ ხელისუფლებაში დარჩენას.

ლიბიაში მეამბოხეთა მოსალოდნელი გამარჯვება მთელ ახლო აღმოსავლეთზე იქონიებს გავლენას.
ახლო აღმოსავლეთი ცნობილია თავისი ლიდერებით, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ახერხებდნენ ხელისუფლებაში დარჩენას.
მაშინაც კი, როდესაც ტუნისში და ეგვიპტეში მმართველი რეჟიმები დაემხო ბევრმა ეს ბედნიერ გამონაკლისად მიიჩნია.
მუამარ კადაფის სასტიკი მოქმედება ლიბიაში აჯანყებული ხალხის წინააღმდეგ ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებდა.
როგორც პოლიტოლოგი ელიოტ აბრამსი აცხადებს:

“არაბული გაზაფხულის მაგალითი ზოგიერთმა ისე გაიგო, რომ თუ მშვიდობიან დემონსტრაციას ცეცხლს გაუხსნიდა, მხოლოდ მაშინ შეძლებდა ძალაუფლების შენარჩუნებას.“
ბაჰრეინში სახალხო გამოსვლები სასტიკად ჩაახშვეს საუდის არაბეთის სამხედრო დახმარების წყალობით. იემენის აჯანყებაც ჩიხში შევიდა.
ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი დევიდ პოლოკი მიიჩნევს, რომ არაბული გაზაფხულის შედეგები არც თუ ისე შთამბეჭდავია:

“ ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ჯერ კიდევ შორსაა დასრულებისგან და არც მისი მომავალია ნათელი.“

მისი თქმით, ის რაც ლიბიაში ხდება კიდევ უფრო გააძლიერებს ანტი-სამთავრობო გამოსვლებს ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით სირიაში.
გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს გადადგომა მოთხოვეს და სირიიდან ნავთობის იმპორტი აკრძალეს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით:“ სირიელი ხალხი იმგვარ მთავრობას იმსახურებს, რომელიც პატივსცემს მის ღირსებას, დაიცავს მათ უფლებებს და ხელს არ შეუშლის მათ მიზნის მიღწევაში. ასადი უნდა გადადგეს.“
როგორც ატლანტიკური საბჭოს წევრი მიშელ დანი აცხადებს, შეერთებული შტატები ამ ნაბიჯს არ გადადგავდა, რომ არა თურქეთის და საუდის არაბეთის პოზიცია, რომლებმაც მკაცრად გააკრიტიკეს სირიის ხელისუფლება. მისი თქმით:

“ფაქტია, რომ ისინი ასადის წინააღმდეგ წავიდნენ, მათი მოთმინების ფიალა აივსო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.“
როდესაც ლიბიელი მეამბოხეები ტრიპოლიში შევიდნენ, ბაშარ ასადი სირიის სახელმწიფო ტელევიზიით გამოვიდა და ხალხის დარწმუნებას შეეცადა, რომ მის მთავრობას დამხობა არ ემუქრება.
როგორც დევიდ პოლაკი აცხადებს, ასადის საქციელი უფრო სირიელი დიქტატორის შიშზე მეტყველებს ვიდრე მის სიძლიერეზე.


XS
SM
MD
LG