ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პორტუგალიაში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო


პორტუგალიაში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

ამომრჩეველთა გამოცხადების დონე სავარაუდოდ დაბალი იქნება

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, პორტუგალიელი ამომრჩევლები პრეზიდენტ ანიბალ კავაკო სილვას მეორე ვადით აირჩევენ.

გამოკითხვაზე დაფუძნებული პროგნოზის თანახმად, ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ბატონი კავაკო სილვა ხმების 60 პროცენტს მიიღებს, მაშინ როცა, როგორც მოსალოდნელია, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ოპონენტი, მმართველი სოციალისტური პარტიის წევრი, მანუელ ალეგრე ხმების დაახლოებით 20 პროცენტს მოიპოვებს.

ამომრჩეველთა გამოცხადების დონე დაბალი იქნება, რადგან ბევრი პორტუგალიელი დაბალი ხელფასების, მაღალი გადასახადებისა და მზარდი უმუშევრობის გამო, პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობას გამოთქვამენ.

XS
SM
MD
LG