ამერიკის მთავრობა ცდილობს იმ ჯარისკაცებისთვის პრემიის გადახდას, რომლებსაც 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ სამხედრო სამსახურში დარჩენა კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაზე მეთ ხანს მოუწიათ.
ამერიკაში ასეთი 145 ათასი სამხედრო პირია და მათ თითოული დამატებითი თვის სამხედრო სამსახურისთვის 500 დოლარი ეკუთვნით. პენტაგონის გათვლებით, თითოეულმა მათგანმა სავარაუდოდ 3-დან 4-ათას დოლარამდე უნდა მიიღოს დამატებითი სამსახურისთვის, მაგრამ მათ უმრავლესობას კომპენსაციის მისაღებად საჭირო რეგისტრაციის პროცესი გავლილი არ აქვს.
თავდაცვის დეპარტამენტი 90 ათას ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან დაკავშირებას ცდილობს მათთვის პრემიის მისაცემად. პანტაგონის განცხადებით, დამატებითი კომპენსაციისთვის გამოყოფილი 534 მილიონი დოლარიდან, დღემდე მხოლოდ 210 მილიონია გაცემული. დარჩენილი 324 მილიონზე ყოფილ ჯარისკაცებს განცხადება ჯერ არ შეუტანიათ.