აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასის მოლაპარაკება დღეს ჩატარდება ვაშინგტონში. მხარეები ახლოაღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის საკითხს განიხილავენ. როგორც აბასმა განაცხადა იგი პრეზიდენტ ობამას სთხოვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, რათა ახლოაღმოსავლეთში ერთხელ და სამუდამოდ დაისადგუროს მშვიდობამ. თავის მხრივ პრეზიდენტი შეეცდება გაანელოს მუსლიმური სამყაროს აღშფოთება გასულ კვირას ისრაელის კომანდოსების მიერ ღაზისაკენ მიმავალ გემზე პრო-პალესტინური აქტივისტებიდან 9 კაცის დახოცვის გამო. როგორც აბასმა განაცხადა ეს აქტივისტები ისრაელის სახელმწიფო ტერორიზმის მსხვერპლნი გახდნენ.
პოპულარული
1