ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი პეკინში ჩაფრინდა


შანხაიში ვიზიტისას ქალბატონმა კლინტონმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთის ეკონომიკაში ამერიკის ჩართვის პოლიტიკაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პეკინში ჩაფრინდა. დაგეგმილია უმაღლესი დონის პოლიტიკური და ეკონომიური მოლაპარაკებები.

სახელმწიფო მდივანი ასვე გამართავს შეხვედრას ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთ კორეული ხომალდის ჩაძირვის ფაქტს ირგვლივაც.

შანხაიში ვიზიტისას ქალბატონმა კლინტონმა აქცენტი გაამახვილა ჩინეთის ეკონომიკაში ამერიკის ჩართვაზე და იქვე დასძინა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში გლობალურმა ეკონომიკამ გეზი უნდა შეცვალოს.მისი თქმით:

"გლობალური ეკონომიკის აღდგენასა და მშენებლობაში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს გამჭვირვალობამ კანონმდებლობაში, დისკრიმინაციის დაძლევამ, არასამთავრობო სექტორებსა და მთარვრობას შორის თავისუფალმა ურთიერთობამ."

პარასკევს ტოკიოში, კლინტონმა დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთ კორეის ხომალდის ჩაძირვის ფაქტი და აღნიშნა,რომ მსგავს ქმედებებს შედეგი მოჰყვება.

ჩრდილოეთ კორეა უარყოფს ზემოხსენებულ ბრალდებას.

XS
SM
MD
LG