ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ დაიწყო "არაბული გაზაფხული"?


როგორ დაიწყო "არაბული გაზაფხული"?
როგორ დაიწყო "არაბული გაზაფხული"?

ტუნისში მომხდარი რევოლუცია საკმაოდ მშვიდობიანი ხასიათის იყო, თუმცა პრობლემების გარეშე მაინც არ ჩაუვლია.

ოცდაექვსი წლის ტუნისელმა მამაკაცმა მუჰამედ ბუაზიზიმ სასოწარკვეთისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო თავი დაიწვა. ეს უბედური შემთხვევა ტუნისის მოსახლეობის მიერ მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების მიზეზი გახდა. რამდენიმე თვეში სამოქალაქო მოძრაობამ, რომელიც მოგვიანებით არაბული გაზაფზულის დასაწყისი გახდა, პრეზიდენტი ზინე ბენ ალის მთავრობის დამხობა შეძლო.

მსგავსი დემონსტრაციები დაიწყო ლიბიასა და ეგვიპტეშიც, საცად ქვეყნის დიქტატორები ათწლეულების შემდეგ, ქვეყნის მმართველობიდან ჩამოაგდეს. თანამდებობიდან იძულებით წავიდა იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰიც.

დღეს ტუნისი ძირეულად შეცვლილია. ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შედეგად ახალი სამთავრობო კოლაიციის შეიქმნა, რომლის უმრავლსეობაში ენაჰადას პარტიის წევრები არიან.

ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, უილიმა ჯორდანი, ტუნისის შესახებ ვრცელ შეფასებას იძლევა:

„ვფიქრობ, რომ საერთო ტენდენცია პოზიტიურია. ტუნისში ახლად დაფუძნებული სამოქალაქო ინსტიტუტების მომრავლება დემოკრატიული პროცესების განვითარებასა და გამჭვირვალე პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.“

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცი "ჰიუმან რაითს უოჩის" დირექტორის მოადგილე ერიკ გოლდშტეინი ტუნისის რევოლუციას დადებითად აფასებს:

„ადამიანები თავისუფლები არიან და პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ. რევოლუციამ ახალი გაზეთების დაარსებასაც შეუწყო ხელი. ახლანდელი ვითარება სრულიად განსხვავდება ბენ ალის მმართველობის დროს არსებული მდგომარეობისაგან.“

მიუხედავად იმისა, რომ ტუნისში მომხდარი რევოლუცია საკმაოდ მშვიდობიანი ხასიათის იყო, პრობლემების გარეშე მაინც არ ჩაუვლია. ტურიზმსა და და ქვეყანაში უცხოურმა ინვესტიციების შემოტანას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. მეზობელ ლიბიაში განვითარებულმა საპროტესტო აქციებმა კი ტუნისში ათასობით ლტოლვილის ჩასახლება განაპირობა. ეკონომიკის გამოსწორება, ახალი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, რასაც ასევე ემატება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პრობლემების მოგვარებაც. ექსპერტები შიშობენ რომ ენაჰადას პარტიის ძალაუფლების გაზრდა, ქალთა მნიშვნელოვანი უფლებების საწყის პოზიციაზე დაბრუნებას გამოიწვევს.

ტუნისში ყოველკვირეული გაზეთის „რეალითის“ პოლიტიკური ჟურნალისტი აზაზა თურქი, ქვეყნის ბედზე წუხს:

„სიტუაცია საკმაოდ ბუნდოვანია. არ ვიცით საით წავიდეთ და რა გავაკეთოთ. ხელიუფლებას სამომავლო გეგმა განსაზღვრული არ ააქვს.“

პარიზის, ფრანგული ინსტიტუტის საერთაშორსიო ურთიერთობების განყოფილებასთან არსებული ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის პროგრამების ხელმძღვანელი მანსურა მოკეთი კი უფრო პოზიტური განწობითაა:

„სპარსეთის ყურის ქვეყნები ცდილობენ ტუნისი დემოკრატიული ქვეყნის სიმბოლოდ აქციონ და მას ეკონომიკურ დახმარებას სთავაზობენ.“

ყოფილი დიპლომატი ჯორდანი კი მასობრივ ანტისამთავრობო რევოლუციის დაწყებას ალჟირშიც ვარაუდობს.

აქედან გამომდინარე, ჯორდანის მსგავსად სხვა ექსპერტებსაც მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ტუნისი თუ იქნება „არაბული გაზაფხულის“ წარმატებული მაგალითის ნიმუში.

XS
SM
MD
LG