ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამური სახელმწიფოები სომალის დაეხმარებიან


ისლამური სახელმწიფოები სომალის დაეხმარებიან
ისლამური სახელმწიფოები სომალის დაეხმარებიან

სომალიში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანში დღეს მოგადიშუში დევნილთა ბანაკი მოინახულა. პრემიერმა დახმარება ჩაიტანა გვალვის შედეგად შიმშილით გაპარტახებულ ქვეყანაში.

ბატონი ერდოღანი სომალიში ოჯახთან და მინისტრებთან ერთად იმყოფება. ხდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ლტოლვილთა ბანაკებისა და საავადმყოფოების მონახულება და მოშიმშილე ადამიანებთან დახმარების მიტანა.

სომალის პრეზიდენტის შეიხ შარიფ შეიხ აჰმადის სიტყვებს დღეს თურქულმა „ჰურიეტმა“ მოუხდინა ციტირება. სომალის ლიდერი თურქი კოლეგის ვიზიტს ისტორიულ ჟესტად მოიხსენიებს.

მუსლიმურმა სახელმწიფოებმა სომალის დასახმარებლად დღემდე 350 მილიონი დოლარის დახმარების პირობა დადეს.

XS
SM
MD
LG