ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალორიული საკვები და ჭარბი წონა


კალორიული საკვები და ჭარბი წონა
კალორიული საკვები და ჭარბი წონა

თუ კარტოფილს ყოველ დღე მიირთმევთ, წლის განმავლობაში საშუალოდ, დაახლოებით 300 გრამს მხოლოდ ამის გამო მოიმატებთ

ზრდასრული ადამიანი წლის განმავლობაში საშუალეოდ ერთ კილოგრამს იმატებს. წონაში მატება დიდ წილად იმაზე დამოკიდებული თუ როგორ ვიკვებებით.

„ადამიანისთვის ძალიან ძნელია წონაში ნელი მატების შემჩნევა, მაგრამ 20 წლის მანძილზე ეს წონა 10 კილოგრამი ხდება, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრივ დიდ პრობლემას წარმოადგენს. “

დარიუშ მოზაფარიანი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევარია. მისი თქმით, საკვები, რომელიც ყველაზე მეტად იწვევს წონაში მატებას - სახამებლის შემცველი პროდუქტია. ეს განსაკუთრებით კარტოფილს ეხება, იქნება ეს შემწვარი თუ მოხარშული. თუ კარტოფილს ყოველ დღე მიირთმევთ, წლის განმავლობაში საშუალოდ, დაახლოებით 300 გრამს მხოლოდ ამის გამო მოიმატებთ. მკვლევარების რჩევით, მთავარია ყურადრება მიაქციოთ იმას, თუ რას სახის საჭმელს მიირთმევთ და არა იმას, თუ რამდენს. კალორიების დათვლის ნაცვლად, ისინი საკვების სახეობაზე კონცენტრირებას ამჯობინებენ.

„საკვები, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება წინის მომატებასთან - არის ხორცი, რაფინირებული ხორბალი და ტკბილეული. საინტერესოა ის, რომ თეთრი პური ისევე იწვევს წონის მატებას, როგორც ტკბილეული.“

ასევე გასათვალისწინებელია დამტკბარი სასმელების, მიღებაც, მათ შორის 100 პროცენტიანი წვენისაც.

ლაურა ჯეფერსი კლივლენდის კლინიკაში დიეტოლოგია. მას სასმელების კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა აცხადებს, რომ კვლევის შედეგები ადასტურებს იმას, რაზეც დიეტოლოგები უკვე რამდენიმე წელია თანხმდებიან.

„ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვურჩევ იმ კალორიების რაოდენობა შეამცირონ, რომლებსაც დამტკბარი სასმელებისგან იღებენ. ამის გაკეთება არც ისე რთულია და კვლევაც ადასტურებს, რომ წონის მატება ტკბილი სასმელების მიღებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული.“

მაღალ კალორიული საჭმლის მეტი რაოდენობით მიღება შედარებით ნაკლები წონის მატებას იწვევს. მაგალითად თხილეული, გადაუმუშავებელი მარცველული, იოგურტი- იგივე მაწონი, ხილი და ბოსტნეული დროთა განმავლობაში შედარებით ნაკლები წონის მატების მიზეზი ხდება.

კვლევის შედეგად ასევე ცხადი გახდა, რომ ცხოვრების აქტიური სტილი, ვარჯიში და ძილის განრიგი, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის წონაზე.

„თუ ამ უმიშვნელო ასპექტებს დროთა განმავლობაში ყურადღება არ მივაქციეთ, წლების მანძილზე აღმოვაჩენთ, რომ წონა შეუმჩნევლად მოვიმატეთ. სწორედ ეს არის სიმსუქნის პანდემიის გამომწვევი მიზეზიც. თუ ამ ყველაფერს წლების მანძილზე ყურადღებას მივაქცევთ, დროთა განმავლობაში წონაში შეუმჩნევლად აღარ მოვიმატებთ.“

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ დიდი ხნით უმოძრაოდ ტელევიზორის წინ ჯდომა და ქრონიკულად ძილის უკმარისობა, დროთა განმავლობაში წონის მომატების მიზეზი ხდება.

მკვლევარების გასაკვირად ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ერთ ულუფა მაწონს ან ერთ ჭიქა იოგურტს მიირთმევდნენ, გაცილებით ჯანსაღი წონა ჰქონდათ, ვიდრე იმათ ვინც მაწონს არ ჭამდა.

XS
SM
MD
LG