ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ ყაიდას ახალი ლიდერი ჰყავს


ალ ყაიდას ახალი ლიდერი ჰყავს
ალ ყაიდას ახალი ლიდერი ჰყავს

აიმან ალ ზავაჰირი ტერორისტული ქსელის ალ-ყაიდას ახალ ლიდერად დასახელდა. ამ ფაქტთან დაკავშირებულ დეტალებს ჩვენი კორესპონდენტი ელიზაბეთ აროტი ქაიროში არკევდა.ოსამა ბინ ლადენის სიცოცხლეში ის ორგანიზაციის ნომერ მეორე ფიგურა იყო, რომელიც შეერთებული შტატების წინააღმდეგ ყოველთვის რადიკალურ განცხადებებს აკეთებდა. ამასთანავე ის ალ-ყაიდას იდეოლოგად იყო მიჩნეული, რომელიც ორაგნიზაციის ტერორისტულ ოპერაციების დაგეგმვასაც ხელმძღვანელობდა.

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზავაჰირმა ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ ქსელის ხელმძღვანელობაზე აიღო პასუხისმგებლობა და განაცხადა, რომ ალ-ყაიდას პოლიტიკა უცვლელია. ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ ზავაჰირის ხელმძღვანელად არჩევა ორგანიზაციის ლიდერების გადაწყვეტილებაა. ბინ ლადენის მსგავსად ზავაჰირმაც თავის ცხოვრება ისლამური იდეების ძალადობრივი გზით განხორციელებას მიუძღვნა. ასემ აბდელ მაგედი მუსლიმი სწავლულია, რომელიც 80იან წლებში ეგვიპტის ციხეში ზავაჰირთან ერთად იჯდა. მის მეხსიერებაში ამჟამინდელი ტერორისტი განათლებულ პოეტურად მოაზროვნე ჯენტლმენად არის შემორჩენილი.

„მისი ზრდილობიანობის და მორჩილების მიუხედავად ის უდრეკი ხასიათისაა. მასთან გამარჯვება მხოლოდ მეგობრობით და კარგი მოპყრობით შეიძლება.

შეუძლებელია მასთან ოპონირება ან მისი იძულება, რომ შეიცვალოს ხედვები და მოსაზრებები “ - ამბობს აბდელ მაგედი

ალ-ყაიდას ლიდერები მუდმივ დევნოლობაში არიან - ზავაჰირის ადგილსამყოფელი უცნობია. ამჟამად მოძრაობა უფრო გაფანტულად არსებობს და ის ფილიალების სახითაა წარმოდგენილი.

ანვარ ალ-ავლაქი ალ-ყაიდას ფილიალს არაბეთის ნახევარკუნძულზე ხელმძღვანელობს. ორგანიზაციის ყველაზე ძლიერი დანაყოფის ქარიზმატული ლიდერია და ზავაჰირისგან საკმაოდ განსხვავებული პიროვნებაა. მეორე კითხვაა, თუ რამდენად სჭირდება ალ-ყაიდას ლიდერი.

„ალ-ყაიდა პირამიდა არ არის. მისი იდეაა რომ არსებობდეს სივრცეში, ნაწილობრივ კიბერსივრცეში და მისი საზრდო ამერკელების წინააღმდეგ განხორციელებული აქტებია “- ამბობს აბდელ მაგედი

თუმცა ალ-ყაიდას და ზავაჰირის სიძლიერე საგრძნობლად იზღუდება საერთაშორისი ანტიტერორისტული მცდელობების საშუალებით. ამჯერად ანალიტიკოსების მთავარი საფიქრალი ისაა, თუ როგრო შეძლებს ზავაჰირი ბინ ლადენის მისიის გაგრძელებას.

XS
SM
MD
LG