ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში კვლავ მსხვერპლია


სირიაში კვლავ მსხვერპლია
სირიაში კვლავ მსხვერპლია

შეიარაღებულმა პირებმა სირიის უშიშროების სამსახურის თანამშღომელი მოკლეს.

სირიის უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ერთ-ერთ სოფელში მიდინარე საპროტესტო დემონსტრაციას. დაიღუპა 5 ადამიანი.

სირიელები მეზობელ თურქეთში ცდილობენ თავის შეფარებას. დარაას რეგიონის სოფელ ბუსრა ალ-ჰარირში შეკრებილ დემონსტრანტებს უშიშროების სამსახურის აგენტებმა ავტომობილიდან ესროლეს.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის მტკიცებით, შეიარაღებულმა პირებმა სირიის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი მოკლეს, თუმცა ტელევიზიას არ დაუდასტურებია ამ პიროვნების ვინაობა.

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ამ ქვეყანას უკვე 3000-მდე სირიელმა შეაფარა თავი. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიუპ ერდოღანმა დაგმო სირიის მთავრობის მოქმედება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG