ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორისტების ლიდერის განაჩენი ივნისში გამოცხადდება


.
.

ინდონეზიის პროკურატურა სასამართლოს აბუ ბაქარ ბაშირისთვის თავისუფლების სამუდამო აღკვეთას სთხოვს. ბაშირი რადიკალი ისლამისტია, რომელსაც ტერორისტულ საქმიანობაში ედება ბრალი.

სასამართლო პროცესის მვლელობისას, შენობას უშიშროების სამსახურის ასობით თანამშრომელი იცავდა. პროკურატურის განცხადებით, საქმეში არ არის სათანადო რაოდენობის სამხილი იმისთვის, რომ მოსამართლემ სიკვდილით დასჯის ვერდიქტი გამოიტანოს.

სასამართლო 72 წლის ბაშირს განაჩენს ერთ თვეში გამოუტანს.

XS
SM
MD
LG