ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-ჩინეთის მოლაპარაკებები


ამერიკა-ჩინეთის მოლაპარაკებები
ამერიკა-ჩინეთის მოლაპარაკებები

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ჩინეთთან მაღალ დონეზე იწყებენ მოლაპარაკებებს. განხილვის მთავარი თემები ადამიანის უფლებები, ვალუტის რეფორმა და ამერიკული ვალი იქნება.

ანალიტიკოსების თქმით, ისინი ვაშინგტონში გამართული შეხვედრებისგან დიდ შედეგებს არ ელიან. ორმხრივი მოლაპარაკებები ამერიკის დედაქალაქში დღეს და ხვალ გაიმართება. მოლაპარაკებებს ამერიკის მხრიდან ფინანსთა მდივანი ტიმოთი გეიტნერი და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გაუძღვებიან, ჩინეთის დელეგაციას კი ვიცე-პრემიერი ვანგ ქიშანი ხელძღვანელობს. როგორც მოსალოდნელია, ჩინური მხარე მოლაპარაკების დროს ჩინეთისადმი ამერიკის დავალიანების საკითხს წამოჭრის, ხოლო ამერიკის დელეგაცია ჩინური იენის რეფორმირების აუცილებლობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

XS
SM
MD
LG