ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რელიგიური თავისუფლების დარღვევის ფაქტები


რელიგიური თავისუფლების დარღვევის ფაქტები

სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის, განცხადებით, ეგვიპტე რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის ფაქტების მიხედვით მსოფლიოს წამყვანი 14 ქვეყნის სიაში შედის.

შეერთებული შტატების ორპარტიული კომისიის დასკვნით რელიგიური თავისუფლების დაცვის მხრივ ეგვიპტეში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მდგომარეობაა. ქრისტიანები და სხვა რელიგიური უმცირესობები მწვავე რეპრესიას განიცდიდნენ როგორც ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკის მმართველობის პერიოდში, ასევე მისი გადადგომის შემდეგაც.

საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის წევრის, ლეონარდ ლეოს, განცხადებით, ეგვიპტეში რელიგიური თავისუფლების მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება. სიტუაცია სამწუხაროდ მუბარაკის წასვლის შემდეგაც არ გაუმჯობესებულა. ბატონმა ლეომ ხაზი გაუსვა რა უკანასკნელი მოვლენების განვითარებას ეგვიპტეში, განსაკუთრებით აღნიშნა იანვარში ალექსანდრიის ქრისტიანული ეკლესიის დაბომბვა.

“დასაწყისში გარდამავალი მთავრობის მიერ მდგომარეობის გამოსწორების არაერთი მცდელობის მიუხედავად ეგვიპტეში ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ასე რომ რელიგიური უმცირესობის დისკრიმინაციის მარეგულირებელი კანონებიც ძალაში რჩება“. - ამბობს დამოუკიდებელი კომისიის წევრი.

სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის, განცხადებით, ეგვიპტე რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის ფაქტების მიხედვით მსოფლიოს წამყვანი 14 ქვეყნის სიაში შედის. კომისია რეკომენდაციას უწევს შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეიარაღებული ძალების ნაწილი ეგვიპტეშიც გადაანაწილოს, რათა იქაურ ქრისტიანთა და სხვა რელიგიურ უმცირესობათა ინტერესები დაიცვას.

კომისიის დასკვნაში ჩინეთში რელიგიური თავისუფლებების დარღვევის ფაქტებზეც არის საუბარი. „ტიბეტურ ბუდისტებთან და უიღურ მუსლიმებთან კომუნისტური მთავრობის დამოკიდებულებაში პოზიტიური ძვრები შეინიშნება. მაგრამ სერიოზულ პროგრესზე ჯერ მაინც ადრეა საუბარი“, აღნიშნავს კომისიის წევრი - ფელის გაერი.

“მთავრობის რამდენიმე უმაღლესმა პირმა, მათ შორის პრეზიდენტმა - ხუ ჯინტაომ - აშკარად გააცნობიერა მცირე რელიგიური ჯგუფების პოზიტიური როლი ქვეყნის ცხოვრებაში. გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი უმცირესობათა მიერ საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობის ლეგალიზებაზე იწყებენ მუშაობას“. - აცხადებს ის.

კომისიის დასკვნაში აგრეთვე საუბარია დამატებით ათ ქვეყანაზე, რომლებსაც ე.წ. „მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი“ სახელმწიფოს სტატუსი აქვთ.

ხსენებული ქვეყნების უმრავლესობა უკმაყოფილოა შეერთებული შტატების დამოუკიდებელი კომისიის შეფასებით და აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა რელიგიის თავისუფლების საკითხების ჩათვლით, მათი საშინაო საქმეა და გადაწყვეტილებათა მიღებაც ადგილობრივი მთავრობების პრეროგატივაა.

XS
SM
MD
LG