ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში რელიგიური  დღესასწაული  აშურა აღინიშნება


დაახლოებით 2 მილიონი ერაყელი შიიტი შეიკრიბა კარბალაში რელიგიური დღესასწაულის აშურის აღსანიშნავად, რომელიც უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. რიტუალის მიხედვით კაცები და ბიჭები კარბალას ქუჩებში მსვლელობისას მოთქვამენ და თავში ცემით ღრმა ჭრილობას მიაყენებენ საკუთარ თავს. რიტუალი მეშვიდე საუკუნეში წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილის იმამ ჰუსეინის გარდაცვალებას აღნიშნავს. დღესასწაული უპრეცენდენტო გამკაცრებული უსაფრთხოების დაცვის პირობებში მიმდინარეობს , რაც განპირობებულია ერთი კვირით ადრე კამიკაძე ტერორისტის მიერ 35 ადამინის მკვლელობით.ბაღდადში მობილიზებულია 30 ათასი პოლიციელი და სამხედრო. აშური შიიტების ერთ ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია

XS
SM
MD
LG