ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანკუნში კლიმატურ ცვლილებებზე იმსჯელებენ


კანკუნში კლიმატურ ცვლილებებზე იმსჯელებენ

კანკუნის შეხვედრა გასულ წელს კოპენჰაგენის შეხვედრის გაგრძელებას წარმოადგენს.

დღეს მექსიკის საკურორტო ქალაქ კანკუნში 200 სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიკრიბა. მათ კლიმატურ ცვლილებებსა და გამოწვევებზე უნდა იმსჯელონ.

შეხვედრა გაეროს მიერ არის დაფინანსებული. კანკუნის შეხვედრა წარმოადგენს გასულ წელს კოპენჰაგენის შეხვედრის გაგრძელებას, სადაც სახელმწიფოები გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.

დელეგატები იმედოვნებენ, რომ შეთანხმების მიღწევას კანკუნის შეხვედრაზე მაინც შეძლებენ.

XS
SM
MD
LG