დასავლეთ აფრიკის რეგიონალური ბლოკი აცხადებს, რომ მზად არის განათავსოს ძალები მალიში, სადაც სამხედრო ხუნტამ ლეგიტიმური სამოქალაქო ხელისუფლება მარტში დაამხო.
დასავლეთ აფრიკის ეკონომიკური საბჭოს პრეზიდენტმა კადრე დეზირე კუედრაოგომ განაცხადა, რომ ჯარები მალიში მაშჲნ გაიგზავნება, როგორც კი მალის ხელისუფლება ამას მოითხოვს.
კუედრაოგომ ეს განცხადება დაკარში გვიან საღამოს, რამდენიმე სათიანი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
შეხვედრაზე რეგიონალურმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი არ დაუშვებენ სამხედროების ჩარევას არცერთ რეგიონში, თუ ეს მოსახლეობის ნება არ იქნება.
მათ ასევე მოსთხოვეს მალის დროებითი მთავრობის პრეზიდენტს დისკაუნდა ტრაორეს, სასწრაფოდ მოამზადოს გეგმა არჩევნების ჩატარებასა და ორგანიზებასთან დაკავშირებით.