ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მძიმე წასრულის პერმი


მძიმე წასრულის პერმი
მძიმე წასრულის პერმი

პერმში საბჭოთა ეპოქაში წარმოებული იარაღის მუზეუმის გაიხსნა.

ვოლგისპირეთში ჩაკარგული ქალაქი - პერმი საბჭოთა კავშირის დროს დახურულ ტერიტორიას წარმოადგენდა.

პერმის შრომა-გასწორების ბანაკებში ათასობით პატიმარი ისე გარდაიცვალა, რომ მათ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება.

ქალაქის საწარმოები საბჭოთა კავშირის მოკავშირეებისათვის იარაღის დამზადებით იყო დაკავებული.

ოლეგ ჩირკუნოვმა, სუკის ყოფილმა ოფიცერმა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბიზნეს საქმიანობას მიჰყო ხელი. ახლა იგი პერმის რეგიონის გუბერნატორია:

„ჩვენ პოსტ-ინდუსტრიულ ქალაქს წარმოვადგენთ" - ამბობს იგი.

ამგვარი შეფასება, გუბერნატორის ძლიერ სურვილს - პერმის ევროპული კულტურის ცენტრად გადაქცევას გამოხატავს.

სხვადასხვა შინაარსის მხატვრული სანახობებით გაჯერებული პერმი მომხიბვლელი ქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებს. მარატ გიულმანი სამხატვრო სფეროს წარმომადგენელია.

„ზოგიერთები ფიქრობენ, რომ აქ ცხოვრება ყოველგვარ პერსპექტივას მოკლებულია, რადგან ადამიანს საკუთარი შესაძლებლობის გამოხატვის საშუალება არ ეძლევა. ხალხს მრავალფეროვანი ცხოვრება იზიდავს" - აღნიშნავს მარატ გიულმანი.

პერმის მაცხოვრებელთა გარკვეული ნაწილი, რომელიც ტრადიციების მკაცრი მიმდევარია, საბჭოთა ეპოქაში წარმოებული იარაღის მუზეუმის გახსნას მიესალმება.

პენსიაზე გასული ყოფილი ბიბლიოთეკარი ელვირა ალექსანდრიევა თანამედროვე ხელოვნების მიმართ დადებით განწყობას არ გამოხატავს. მას უფრო კლასიკური ხელოვნება მოსწონს და ავანგარდს ეწინააღმდეგება.

ქალაქის განაშენიანების შესახებ ოპოზიციონერი იგორ ავერქიევიც საკუთარ მოსაზრებას გამოხატავს:

„პერმის ინდუსტრიის ასაღორძინებლად სათანადო ინვესტიციების განხორციელებაა საჭირო. ხალხი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ცდილობს. სანახაობა და გართობა კარგია, მაგრამ ეს ცხოვრების საარსებო პირობების დაკმაყოფილებაში ხელს არ შეგვიწყობს.“

მიუხედავად ამისა, გუბერნატორი ჩირკუნოვი, პერმის საწარმოო ქალაქის სტატუსის შენარჩუნების სანაცვლოდ, მის შემოქმედებით ცენტრად გადაქცევას კვლავ ცდილობს, სადაც მხატვრებისათვის სახელოსნოების აშენებასაც გეგმავს.

აქედან გამომდინარე, თუ რამდენად აისახება მომავალში ქალაქის იერსახესა და არქიტექტურაზე ევროპული გარემო, ამ ეტაპზე ძნელი წარმოსადგენია; თუმცა, ერთი კი ცხადია, რომ ციმბირის მახლობლად მდებარე პერმი, დღესდღეობით, თანამედროვე რუსეთის რეალურ სახეს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG